საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
 
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030110483649720
             № 01-169/ო 21 / აპრილი / 2020 წ.             
„შუალედური რეკომენდაციები ორსულობის და მშობიარობის დროს COVID-19 ინფექციის მართვის შესახებ“-კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) დამტკიცების თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ2“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს „შუალედური რეკომენდაციები ორსულობის და მშობიარობის დროს COVID-19 ინფექციის მართვის შესახებ“ - კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) თანდართული დანართის შესაბამისად.


2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.





 

მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძე